სიახლები

01-10-2023 საორიენტაციო შეხვედრა

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სტუმრობდნენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, სადაც მათ შეხვდა პროფესორი გია ხატისაშვილი და მკვლევარი ინგა თაბაგარი. მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, კერძოდ ფიტორემედიაციული ტექნოლოგიების გამოყენებას ქიმიური ტოქსიკანტებით დაბინძურებული გარემოს გასუფთავების პროცესში საგრანტო პროექტის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანების დიდი ნაწილი განხორციელდება სკოლის ბაზაზე, ნაწილი კი აგრარულ უნივერსიტეტში. სკოლის ქიმია-ბიოლოგიის კლუბი განახლდა და შეივსო ახალი წევრებით. მოსწავლეები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი და სხვადასხვა ამოცანის შესრულება ევალებათ. რეგულარული შეხვედრებზე მოსწავლეები მიღებულ შედეგებს გაუაზიარებენ ერთმანეთს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპებს. პროექტის ხელმძღვანელები არიან თინათინ ბუთხუზი (აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი) და თამარ მელაძე (ბიოლოგიის მასწავლებელი), ასისტენტი ნოდარ დუმბაძე (დოქტორანტი).

ნანახია 284-ჯერ